ახალი ამბები
ქუთაისის მერიაში დასაქმებულების რაოდენობა გაიზარდა
FaceBook
თვითმმართველობაში საშტატო ნუსხის გაზრდის გადაწყვეტილება საკრებულოს რიგგარეშე სხდომაზე მიიღეს.



ქუთაისის მერიაში დასაქმებულების რაოდენობა 8 ადამიანით გაიზრდა. ადგილობრივ თვითმმართველობაში საშტატო ნუსხის გაზრდის გადაწყვეტილება საკრებულოს რიგგარეშე სხდომაზე მიიღეს.

ქუთაისის მერმა, შოთა მურღულიამ სხდომაზე განმარტა, რომ ამ ადამიანების დამატება ქალაქში მიმდინარე ინფრასტრუქტურულ სამუშაოებს უკავშირდება.

საკრებულოს "ნაცაიონალური მოძრაობის" წარმომადგენლები მერიაში დროებით შტატების დამატებას წინასაარჩევნო კამპანიას უკავშირებენ.

უმცირესობის დეპუტატი ბესო ბრეგაძე თვლის, რომ ქალაქში ინფრასტრუქტრული სამუშაოების აქტიურ ფაზაში შესვლაც ერთგვარი წინასაარჩევნო კამპანიის ნაწილია. მისი თქმით, ადგილობრივ თვითმმართველობაში, არსებული რესურსით, ინფრასტრუქტურული სამუშაოების განხორციელება პრობლემას ახლა უნდა წარმოადგენდეს, თუკი ეს ამ დრომდე შესაძლებელი იყო.

"მიკვირს ადამიანებისა, რომლებიც ითხოვენ მოცულობით სამუშაოების განხორციელებას და არ ეთანხმებიან ინსპექტირების გაძლიერებას", - აღნიშნა ქალაქის მერმა.

ადგილბრივ თვითმმართველობაში დროებით დამატებული შტატებიდან ორი მერიის კეთილმოწყობის, ხოლო დანარჩენი საბინაო სამსახურს დაემატა.

ქუთაისის თვითმმართველობაში ამ დროისთვის 393 (შტატით - 359, შტატგარეშე - 34) ადამიანია დასაქმებული. მათ შორის, მერიაში - 336 (შტატით - 310, შტატგარეშე - 26), საკრებულოში - 57 (შტატით - 49, შტატგარეშე - 8) პირი.
Print