ახალი ამბები
NGO სექტორმა ქუთაისის საკრებულოს რიგგარეშე სხდომის დანიშვნის მოთხოვნა დაარეგისტრირა
FaceBook
წერილობით მიმართვას ხელს 9 არასამთავრობო ორგანიზაცია აწერს.


ქუთაისში მოქმედი არასამთავრობო ორგანიზაციის წარმომადგენლები, საკრებულს რიგგარეშე სხდომის მოწვევას ითხოვენ. შესაბამისი წერილობითი თხოვნა 9 ორგანიზაციებმა საკრებულოს კანცელარიაში უკვე დაარეგისტრირეს.

NGO სექტორი საკრებულოს სხდომაზე მდინარე რიონის სანაპიროზე კაფე-ბარ "არგოს" მშენებლობასთან დაკავშირებით არსებულ კითხვებზე პასუხების მოსმენას ითხოვს.

"საზოგადოებამ უნდა იცოდეს რა ხდება "არგოს" მშენებლობასთან დაკავშირებით. საკრებულოს თავმჯდომარესაც აქვს თავისი წილი პასუხისმგებლობა ამ ტერიტორიის გასხვისებაში, ამიტომ მივიჩნევთ, რომ რიგგარეშე სხდომაზე უნდა მოხდეს ამ საკითხის განხილვა", - განაცხდა არასამთავრობო ორგანიზაციის "ევროპა ჩვენი სახლია" წარმომადგენელმა, გია გოქაძემ.

ადგილობრივ თვითმმართველობაში აცხადებენ, რომ რიგგარეშე სხდომის დანიშვნის საკითხს შესაბამისი მოთხოვნის დარეგისტრირების შემდეგ განიხილავენ.

ქუთაისში, ოქროს ჩარდახის მიმდებარე ტერიტორიაზე "არგოს" მშენებლობას არასამთავრობო სექტორი აპროტესტებს.

ამავე თემაზე:

ქუთაისში კაფე-ბარ "არგოს" სადავო მშენებლობა - დისკუსია (ვიდეო)

გია თევდორაძე - "ნაციონალების" შეცდომით "არგოს" მშენებლობის გამართლება უშედეგოა

ეს ჩვენი სკვერია! - აქცია "არგოს" მშენებლობის წინააღმდეგ ქუთაისში


Print