ახალი ამბები
ქუთაისში მამაკაცის მკვლელობის ფაქტზე შს სამინისტრომ გამოძიება დაიწყო
FaceBook
ქუთაისში 50 წლამდე მამაკაცის მკვლელობის ფაქტს შინაგან საქმეთა სამინისტრო ადასტურებს.

უწყების ინფორმაციით, ამ დროისთვის მომხდარზე ოპერატიული საგამოძიებო მოქმედებები მიმდინარეობს.

ქუთაისში, ჭომის დასახლებაში, ლესელიძის ქუჩაზე წუხელ ღამის საათებში, ახალგაზრდა მამაკაცებს შორის შელაპარაკება მკვლელობით დასრულდა.

50 წლამდე მაიზერ ბანძელაძე დღეს დილით ქუთაისის კლინიკურ საავადმყოფოში გარდაიცვალა.

"ქუთაისიპოსტის" ინფორმაციით, მკვლელობაში ეჭვმიტანილი დაკავებული არაა.

შსს პრესსამსახური სისხლის სამართლის დანაშაულის ფაქტზე დამატებით დეტალებს მოგვიანებით გაავრცელებს.
Print