ახალი ამბები
პირველი მეტალ-ფესტივალი ქუთაისში (ვიდეო)
FaceBook

ქუთაისში პირველი მეტალ-ფესტივალი ჩატარდა.

"KUTAISI COLOSSEUM OPEN AIR 2016"-ში 11 როკ ჯგუფი იღებდა მონაწილებას.

"წელს პირველად ტარდება ქუთაისში ყველაზე მასშტაბური მეტალ ფესტივალი. მსმენელის წინაშე გამოვლენ, როგორც ქართველი, ასევე უცხოელი შემსრულებლები," - განაცხადა ღონისძიების ორგანიზატორმა, ბექა მანაგაძემ.

საღამოს 500-მდე როკ მუსიკის მოყვარული ესწრებოდა.

"ძალიან გამიხარდა, როცა ეს კონცერტი დაანონსდა. მინდა, რომ მსგავსმა ჯგუფებმა ქუთაისელ მსმენელში როკ და მეტალ კულტურა განავითაროს," - განაცხადა ალექსი სირაძემ.


"KUTAISI COLOSSEUM OPEN AIR 2016" ერთ-ერთი ორგანიზატორი ქუთაისის მერია და ბაიკერთა კლუბი „პირატები აღმოსავლეთიდან“ იყვნენ.

 

 

Print