ახალი ამბები
ქუთაისის საეკლესიო საავადმყოფო მენეჯერმა დატოვა
FaceBook
ყოფილმა მენეჯერმა ჯერ შვებულებით ისარგებლა, ხოლო შემდეგ დაკავებული პოზიცია საავადმყოფოში მალევე დატოვა.

ქუთაისის საეკლესიო საავადმყოფოს მენეჯერმა, ტარიელ კუხიანიძემ თანამდებობა დატოვა. კუხიანიძეს სამკურნალო და ადმინისიტარციულ საკითხებში სამედიცინო დაწესებულების მმართველის მოადგილის პოსტი ეკავა.

ყოფილმა მენეჯერმა ჯერ შვებულებით ისარგებლა, ხოლო შემდეგ დაკავებული პოზიცია საავადმყოფოში მალევე დატოვა.

"ქუთაისიპოსტის" ინფორმაციით, მის მიერ საეკლესიო საავადმყოფოს დატოვების მიზეზი ქუთათელ-გაენათელი მიტროპოლიტ მეუფე კალისტრატესთან უთანხმოება გახლდათ, რომელიც ამ საავადმყოფოს მმართველია.

თავად, ტარიელ კუხიანიაძე კი ამ ფაქტს უარყოფს და ამბობს, რომ მას მეორე სამსხაურიც აქვს და ორივე ერთად ვერ შეითავსა.

"საკამათო რომც ყოფილიყო, ისედაც არ ვიკამათებდი მეუფესთან, რადგან ჯერ ერთი ის მეუფეა და მეორეც, საავადმყოფოს მმართველია და ისე უნდა იყოს ყველაფერი, როგორც მას უნდა. არ ყოფილა შემთხვევა კონფლიქტური სიტუაციების. ვმუშაობ შპს "ჰოსპიტალ სერვისში". ორი სამუშაო ვერ შევძელი. რომელიმე უნდა დამეტოვებინა. იმის გამო, რომ ფინანსური დაინეტერესება აქ უფრო მეტი იყო, ამიტომაც გადავწყვიტე აქ დავრჩენილიყავი, მაგრამ მაქვს ოჯახური პრობლემები, რის გამოც შესაძლოა ქალაქიდანაც გავიდე," - ამბობს ტარიელ კუხიანიძე.

ის ამ დროისთვის შპს "ჰოსპიტალ სერვისის" ქუთაისის ფილიალის მენეჯერის პოზიციაზეა.

ტარიელ კუხიანიძე საეკლესიო საავადმყოფოს ხელმძღვანელის პოსტზე გასული წლიდან, მას შემდეგ დაინიშნა, რაც მისმა წინამორბედმა, დავით ჯანაშიამ თანამდებობა "საკუთარი" ნებით დატოვა. ყოფილი მმართველი და ამასთანავე, ქუთაისის საკრებულოს დეპუტატი ჯერ შვებულებაში გავიდა, რასაც მისი სამსახურიდან წასვლა მოჰყვა.

ქუთაისის საეკლესიო საავადმყოფოს მენეჯერის მოვალეობას ამ დროისთვის ნიკოლოზ ზივზივაძე ასრულებს, რომელიც საავადმყოფოს ექიმი-უროლოგია.

Print