ახალი ამბები
უმუშევრობის მაჩვენებელი საქართველოში
FaceBook
საქართველოში უმუშევრობის დონე 5 % -ით შემცირდა.

ეს მონაცემები "საერთაშორისო გამჭვირვალობა - საქართველოს" მიერ ჩატარებულ კვლევას ეყრდნობა.

დოკუმენტის თანახმად, საქართველოში 2016 წელს მოსახლეობის წილი, ვინც უმუშევრად თვლიდა თავს, 2015 წლის მონაცემებთან შედარებით, 5 %-ითაა შემცირებული.

კერძოდ, ანალიზის მიხედვით, მიმდინარე წელს გამოკითხულთა 35 % მიიჩნევს, რომ დასაქმებულია, 65 % კი უმუშევარია.

გასულ წელს გამოკითხულთა 30 % თვლიდა თავს დასაქმებულად, ხოლო დაუსაქმებლად 70%.

ქვეყანაში დასაქმების კუთხით არსებული ვითარების შესახებ კვლევა "საერთაშორისო გამჭვირვალობა - საქართველომ" მიმდინარე წლის 4 ივნისს გამოაქვეყნა.

კვლევა კავკასიის კვლევითი რესურსების ცენტრმა ორგანიზაციის დაკვეთით მთელი ქვეყნის მასშტაბით ჩაატარა და საქართველოში 2032 ადამიანი გამოკითხა.

როგორც ავტორები აღნიშნავენ, ეს მაჩვენებელი განსაზღვრულია მხოლოდ და მხოლოდ გამოკითხულთა თვითაღქმაზე - არიან თუ არა დასაქმებულები და არ შეიძლება ამ მონაცემებით უმუშევართა რაოდენობის ზუსტი განსაზღვრა.

Print