ახალი ამბები
თერჯოლის მუნიციპალიტეტის ოთხ სოფელში გაზმომარაგება ერთი კვირით შეწყდება
FaceBook
თერჯოლის მუნიციპალიტეტის სოფლებში 6 ივნისიდან 12 ივნისის ჩათვლით გაზმომარაგება შეიზღუდება.

ბუნებრივი აირის მიწოდება სოფლების ქვედა სიმონეთის, ზედა სიმონეთის, ბარდუბნის სათემო უბნისა და ძევრის მოსახლეობას შეუწყდება.

"სოკარ ჯორჯია გაზის" ინფორმაციით, შეზღუდვა გაზსადენზე დაგეგმილ სარემონტო-საექსპლუატაციო სამუშაოებს უკავშირდება.

აბონენტებს ბუნებრივი გაზი სამუშაოების დასრულებისთანავე, 8 ივნისიდან 12 ივნისის საღამოს 18:00 საათამდე ეტაპობრივად მიეწოდებათ.

კომპანია "სოკარ ჯორჯია გაზი" აბონენტებს ბოდიშს უხდის დისკომფორტისთვის. ასევე, მოუწოდებს, დაკეტილ მდგომარეობაში იქონიონ გაზის ონკანები და უყურადღებოდ არ დატოვონ ბუნებრივი აირის დანადგარები.
Print