ახალი ამბები
უკრაინაში ჟურნალისტის დღეს აღნიშნავენ
FaceBook
6 ივნისს უკრაინაში ჟურნალისტის დღეს აღნიშნავენ, რომლის დაწესება ქვეყნის პირველ პრეზიდენტს, ლეონიდ კრავჩუკს უკავშირდება.

1994 წლის 25 მაისს, მისი ბრძანების საფუძველზე, 6 ივნისი უკრაინელ ჟურნალისტთა დღედ გამოცხადდა.

თარიღის შერჩევა შემთხვევით არ მომხდარა. ამ დღეს, ბრიუსელში "უკრაინელ ჟურნალისტთა ეროვნული კავშირი" ხმათა უმრავლესობით "ჟურნალისტთა საერთაშორისო ფედერაციის" წევრად აირჩიეს.

Print