ახალი ამბები
გიორგი ვაშაძემ სამოქალაქო პლატფორმა "ახალი საქართველო" დააფუძნა
FaceBook
სამოქალაქო პლატფორმა "ახალი საქართველოს" დაფუძნების ღონისძიება თბილისში, რუსთაველის გამზირზე გაიმართა.

"ახალი საქართველოს" მხარდამჭერებს გიორგი ვაშაძემ მიმართა. მისი თქმით, პარტიას ათასობით მხარდამჭრი ყავს, მათ შორის რეგიონებშიც.

"ჩვენ უკვე ათასობით ვართ საქართველოს ყველა რეგიონიდან. მინდა მივესალმო ადამიანებს, ვინც გვერდში დაგვიდგა. დიდი მადლობა მინდა ვუთხრა ყველა ადამიანს, რომელმაც პარადიგმა უკვე შეცვალა ჩვენს ქვეყანაში და ეს პარადიგმა იყო, რომ აუცილებლად პოლიტიკური ძალები დიდი ფულით იწყებენ მოღვაწეობას. არა ბატონებო, დღეს ჩვენ გვაქვს საქართველოში 25 ოფისი, რომლებიც გახსნილია ჩვენი მხარდამჭერების სახლებში, საცხოვრებელ ადგილებში," – განაცხადა გიორგი ვაშაძემ.

ქუთაისში პოლიტიკური პარტია "ახალი საქართველოს" რეგიონული ოფისი მიმდინარე წლის 9 მაისს გაიხსნა.

საცხოვრებელი ბინა, სადაც პლატფორმის ოფისი იმუშავებს, ქუთაისში მოქმედ არასამთავრობო ორგანიზაცია "მედიატორის" ხელმძღვანელის, გიორგი მარდალეიშვილის სახლია.

"მედიატორი" "ერთიანი ნაციონალური მოძრაობის" ქუთაისის ორგანიზაციასთან ინტეგრირებული გახლდათ, თუმცა მათ პარტია მთლიანი შემადგენლობით დატოვეს.

არასამთავრობო ორგანიზაციასთან ერთად "ნაციონალურ მოძრაობას" ახალგაზრდული მოძრაობის წევრებიც გაეთიშნენ.

Print