ახალი ამბები
ტყიბულში მეშახტეთა დიდების მემორიალი დაიდგმება
FaceBook
მეშახტეთა შრომის პატივგების მიზნით, ტყიბულის მუნიციპალიტეტში დიდების მემორიალი მიმდინარე წელს უნდა მოეწყოს.

ქალაქში, მემორიალის მოწყობა ოკრიბის საზოგადოების წარმომადგენელთა ინიციატივით ხორციელდება.

ტყიბულის მუნიციპალიტეტის გამგეობაში განმარტავენ, რომ მემორიალის დადგმის იდეა გამგებელს ეკუთვნის. თუმცა, ის საქველმოქმედო ფონდში შეწირული თანხით უნდა აშენდეს.

გამგეობის ინფორმაციითვე, ამ დროისთვის გაურკვეველია სად განთავსდება მემორიალი.

"საკრებულოს სხდომაზე ვერ მოხდა საერთო გადაწყვეტილების მიღება, ამიტომ ჯერჯერობით, არ არის განსაზღვრული მემორიალის დადგმის კონკრეტული ვადა და ადგილი," - ამბობენ გამგეობის პრესსამსახურში "ქუთაისიპოსტთან" საუბარში.

ტყიბულის ეკონომიკის ძირითადი დარგი ქვანახშირის მრეწველობაა.

ქალაქში ქვანახშირის მოპოვება XIX საუკუნის ბოლოდან დაიწყო.
Print