ახალი ამბები
ანსამბლი „ნაი-ნაი“ გრან-პრის მფლობელი გახდა (ვიდეო)
FaceBook
ფოლკლორულმა ანსამბლმა "ნაი-ნაი" გორში, საერთაშორისო საგუნდო ფესტივალზე გრან-პრი აიღო.

ფესტივალში 200-მდე კოლექტივი იღებდა მონაწილეობას. ანსამბლი რთული კონკურენციის პირობებში უმაღლესი შეფასებით დაბრუნდა ქუთაისში.




ქუთაისის მელოტონ ბალანჩივალძის სახეობის ცენტრალურ სამუსიკო სასწავლებელთან არსებული ანსამბლი 13 წელზე მეტია ფუნქციონირებს.
ეთნომუსიკოლოგი ქეთევან ბანცაძე ანსამბლს დაარსების დღიდან ხელმძღვანელობს. მან მოკლე დროში შეძლო ძლიერი ფოლკლორული გუნდის ჩამოყალიბება, რომელიც სხვადასხვა ასაკის ბავშებით არის დაკოპლექტებული.

"ქეთევან ბანცაძე მაღალი რანგის პროფესიონალია. ბედნიერებაა, არა თუ სასწავლებლისთვის, არამედ ქალაქისთვისაც, როდესაც ასეთი დონის პროფესიონალი ყავს", - მიაჩნია მელიტონ ბალანჩივაძის სახელობის ცენტრალური სამუსიკო სასწავლებლის ხელმძღვანელს, მანანა კიკაბიძეს.




ანსამბლი მრავალი კონკურსისა და საერთაშორისო ფესტივალის გამარჯვებულია.
Print