ახალი ამბები
"ჟესტური ენა დამწყებთათვის“ კურსებზე 20 პირი გადამზადდა
FaceBook
იგი პროგრამის "ჟესტური ენა დამწყებთათვის"ფარგლებში განვითარებისა და სოციალური რეაბილიტაციის ცენტრმა "თაირისმა" განახორციელა.
ჟესტური ენის შემსწავლელი კურსები დასრულდა. იგი პროგრამის "ჟესტური ენა დამწყებთათვის"ფარგლებში განვითარებისა და სოციალური რეაბილიტაციის ცენტრმა "თაირისმა" განახორციელა.
6 თვიან საპილოტე პროგრამაში სხვადასხვა სფეროში მომუშავე 20 პირი იყო ჩართული. გადამზადება გაიარეს იმ ადამიანებმა, რომლებსაც ყოველდღიურად უწევთ სმენადაქვეითებულ ბავშვებთან ურთიერთობა და რომელთათვის ჟესტური ენის ცოდნა კომუნიკაციის ერთადერთი ფორმაა.

"ქართული ჟესტური ენის შემსწავლელი კურსი დამწყებთათვის", ქუთაისის მერიის კულტურის,სპორტის, განათლების, ძეგლთა დაცვისა და ახალგაზრდობის საქმეთა სამსახურის ფინანსური მხარდაჭერით განხორციელდა.

Print