ახალი ამბები
ქუთაისში გათავისუფლებულ ბაღის გამგეს თანამდებობაზე ხვალ აღადგენენ
FaceBook
ნანა კაკურია საბავშვო ბაღში ხვალ გამოცხადდება.


ქუთაისის #15 ბაგა–ბაღის ყოფილ გამგეს, ნანა კაკურიას თანამდებობაზე აღადგენენ.

ამის შესახებ  ააიპ  ქუთაისის საბავშო ბაღების გაერთიანების იურისტმა, რამაზ იობიძე ამბობს. 

მისივე ინფორმაციით, ნანა კაკურია საბავშვო ბაღში ხვალ გამოცხადდება.

ააიპ ქუთაისის ბაგა-ბაღების გაერთიანების ადმინისტრაცია კი მეორე ინსტანციის სასამართლოში, ქუთაისის საქალაქო სასამართლოს მიერ მიღებულ იმ  ბრძანებას გაასაჩივრებს, რომელიც ყოფილი თანამშრომლის სამსახურში აღდგენას ითვალისწინებს.

თუმცა, რამაზ იობიძის განცხადებით, სააპელაციო სასამართლოს საქმე ჯერ წარმოებაში არ მიუღია.

ქუთაისის საქალაქო სასამართლომ გაერთიანების ადმინისტრაციას გათავისუფლებული თანამშრომლის სამსახურში აღდგენა მიმდინარე წლის 18 აპრილს დააკისრა. ამის გარდა, დაწესებულებას ნანა კაკურიასთვის განაცდური უნდა აენაზღაურებინა.

აიპ ქუთაისის ბაგა-ბაღების გაერთიანების ადმინისტრაციამ კი სააპელაციო სასამართლოს სარჩელით 31 მაისს მიმართა.

ააიპ ქუთაისის სკოლამდელი დაწესებულების გაერთიანების ხელმძღვანელმა მიმდინარე წლის 12 იანვარს ქუთაისის საბავშვო ბაღის 4 ფილიალის (#1, #13, #17,#15) ხელმძღვანელი პირი გაათავისუფლა. მათ შორის იყო ნანა კაკურია, რომელიც მე-15-ე საბავშო ბაღის ფილიალს ხელმძღვანელობდა.

ბრძანების თანახმად, ისინი ააიპ ქუთაისის სკოლამდელი აღზრდის დაწესებულების გაერთიანების წესდების და ასევე, ხელშეკრულებით გათვალისწინებული პუნქტების დარღვევის გამო გაათავისუფლეს.

ამავე თემაზე:

უთაისის ბაგა-ბაღებიდან გათავისუფლებული თანამშრომლების ბრალდებები და მოთხოვნები - დისკუსია

ქუთაისის ბაგა–ბაღების 187 თანამშრომლის წინააღმდეგ საქალაქო სასამართლომ სარჩელი წარმოებაში მიიღო

ქუთაისში ააიპ საბავშვო ბაღების გაერთიანების ხელმძღვანელის გათავისუფლებას ითხოვენ
Print