ახალი ამბები
ქუთაისის მადლიერების სახლში ბენეფიციართა რაოდენობა გაიზარდა
FaceBook
ქუთაისში არსებულ მადლიერების სახლში, მიმდინარე წელს, სოციალურად დაუცველ ბენეფიციართა რიცხვმა მოიმატა.
მადლიერების სახლში, გასულ წელთან შედარებით, 100 - ით მეტ ბენეფიციარს ემსახურებიან.
2014 წელს, მადლიერების სახლში სულ 700 ბენეფიციარი იყო რეგისტრირებული, მიმდინარე წელს, მადლიერების სახლში 800 ბენეფიციარია რეგისტრირებული.
"დღიდიდღე იმატებს ბენეფიციართა რიცხვი, მოდიან სოციალურად დაუცველი ადამიანები და ითხოვენ გაწევრიანებას, რათქმაუნდა ხდება შემდეგ მათი მონაცემების გადამოწმება და თუ ყველა კრიტერიუმს აკმაყოფილებენ, ისინი ხდებიან ჩვენი წევრები,"- ამბობს ააიპ ქუთაისის მადლიერების სახლის დირექტორი რევაზ ჩახუნაშვილი.
მადლიერების სახლის ბენეფიციარი ყველა იმ ადამიანს შეუძლია გახდეს, რომლებიც სოციალურად დაუცველთა ფენას მიეკუთვნება და ასევე, ქუთაისში ცხოვრობენ.
ააიპ ქუთაისის მადლიერების სახლი, 1995 წლიდან არსებობს და სოციალურად დაუცველებს ყოველდღიურად, უფასო კვებით უზრუნველყოფს.
მადლიერების სახლის ბენეფიციარებისთვის, უფასოდ საკვების მიღება შესაძლებელია, როგორც ადგილზე, ასევე, სახლში მიტანის სერვისით.
ანა ჯანაშია

Print