ახალი ამბები
კობა ჟორჟიკაშვილი - სიამოვნებით დავთანხმდები "ტორპედოს" გაწვრთნას
FaceBook
კობა ჟორჟიკაშვილი "ტორპედოს" მთავარი მწვრთნელის პოსტზე განიხილება.

გავრცელებული ინფორმაციით, ქუთაისის "ტორპედოს" მთავარი მწვრთნელის პოსტზე კობა ჟორჟიკაშვილი განიხილება.

მისი განმარტებით, ამ დრომდე მსგავსი შემოთავაზება არ მიუღია, თუმცა მზად არის "ტორპედო" გაწვრთნას.

"ტორპედო" ისეთ გუნდია სიამოვნებით დავთანხმდები მის გაწვრთნაზე. თუმცა, ჯერჯერობით ჩემთან ამაზე არავის უსაუბრია", - განაცხადა კობა ჟორჟიკაშვილმა "ქუთაისიპოსტთან" საუბარში.

ის ბოლოს ხონის "იმერეთის" მწვრთნელი იყო. სხვადასხვა დროს კი რამდენიმე ახალგაზრდულ ნაკრებთან მუშაობდა.

ჟორჟიკაშვილი 2006-2007 წლებში საქართველოს ეროვნული ნაკრების დამხმარე მწვრთნელი იყო.


Print