ახალი ამბები
ქუთაისის მერიაში არ იციან ვინ დაიკავებს "ტორპედოს" პრეზიდენტის პოსტს
FaceBook

ვინ შეცვლის თემურ ჩეჩელაშვილს "ტორპედოს" პრეზიდენტის პოსტზე, ჯერჯერობით უცნობია.



"ამ ეტაპზე ვერაფერს გეტყვით ახალი პრეზიდენტის შესახებ. რაც შეეხება ინვესტორს, მიმდინარეობს მოლაპარაკებები და  როცა მოხდება შეთანხმება, ეცნობება ყველას",- აცხადებენ მერიის პრესსამსახურში.

 

ქუთაისის მერიაში არც უარყოფენ და არც  ადასტურებენ ინფორმაციას, მერაბ ჟორდანიას გუნდის მიერ საფეხბურთო კლუბის შეძენის შესახებ. პრესსამსახურის ინფორმაციით, საკითხზე მოლაპარაკება  ჯერ არ დასრულებულა.

"ტორპედოს" ბოლო ინვესტორი "ვისოლი" იყო.  2010 წელს "ვისოლ ჯორჯიამ" საფეხბურთო კლუბი სიმბოლურ ფასად - 1 ლარად შეიძეინა.

ადგილობრივი ბიუჯეტის დაფინანსებაზე "ტორპედო" 2013 წელს, მას შემდეგ გადავიდა, რაც "ვისოლმა" საფეხბურთო კლუბზე უარი თქვა და მერიასთან დადებული ხელშეკრულება გაწყვიტა. ქალაქის ხელისუფლება მაშინ ამბობდა, რომ თუ "ტორპედოს" არ დაეხმარებოდნენ, გუნდი დაიშლებოდა.

ტორპედოს პრეზიდენტმა თემურ ჩეჩელაშვილმა, პოსტი 1 ივნისს საკუთარი სურვილით დატოვა, რის მიზეზდაც, კლუბში ახალი ინვესტორის მოსვლა დაასახელა.

ამავე თემაზე:

"მოდის სხვა გუნდი" – "ტორპედოს" პრეზიდენტმა თანამდებობა დატოვა

Print