ახალი ამბები
"ჩვენ მხარს ვუჭერთ "ბაგრატს" - ქუთაისის სარაგბო კლუბი უმაღლეს ლიგაშია
FaceBook
"დიდ  ათში"  კლუბი "ბაგრატი" პირველად  ითამაშებს.

ქუთაისის სარაგბო კლუბ "ბაგრატს" მხარდაჭერა ქუთაისის მერმა და მიკროსაფინანსო ორგანიზაცია"კრისტალმა" გამოუცხადა.

კლუბის მწვრთნელებსა და მორაგბეებთან შეხვედრა სლოგანით "ჩვენ მხარს ვუჭერთ "ბაგრატს" გაიმართა.

"ვულოცავთ "ბაგრატს" უმაღლეს ლიგაში გადასვლას. ეს არის ძალიან დიდი წარმატება ქუთაისისთვის", - განაცხადა ქუთაისის მერმა, შოთა მურღულიამ.

შეხვედრაზე, კლუბსა და მიკროსაფინანსო ორგანიზაციას შორის მხარდაჭერის დეკლარაცია გაფორმდა, რომლის ფარგლებში კომპანია "ბაგრატის" ფინანსურ დახმარებას კვლავ "კრისტალი" გააგრძელებს.

"2015 წლიდან ვთანამშრომობთ "ბაგრატთან" და ჩვენი წვლილი შეგვაქვს მის წარმატებაში. "კრისტალი" კვლავ მზად არის მხარდაჭერა გამოუცხადოს კლუბს", -განაცხადა მიკროსაფინანსო ორგანიზაციის უფროსმა, ინოვაციურმა ოფიცერმა, მანუჩარ ჩიტაიშვილმა.

შეხვედრის დასასრულს, ორგანიზაციამ კლუბის მწვთნელებს სიმბოლური საჩუქარი გადასცა. სპეციალურ დაფაზე კი წარწერით "ჩვენ მხარს ვუჭერთ "ბაგრატს", შეხვედრის მონაწილეებმა საკუთარი ხელმოწერები დატოვეს.

"ბაგრატი" მიმდინარე წელს უმაღლეს ლიგაში გადავიდა. ლიგის ე.წ. "დიდ ათში" ქუთაისიდან წელს პირველად ორი კლუბი "ბაგრატი" და "აია" ითამაშებენ.

Print