ახალი ამბები
ტყიბულის გამგეობა სამზარეულოს ავეჯს ყიდულობს
FaceBook
ტყიბულის მინუციპალიტეტმა სამზარეულოს ავეჯის შესაძენად 1300 ლარიანი ტენდერი გამოაცხადა.

გამარჯვებულმა უნდა უზრუნველყოს მუნიციპალიტეტისთვის სამზარეულოს კარადისა და ორი მაგიდის  მიწოდება. 

სატენდერო პირობების მიხედივთ, ავეჯი უნდა იყოს ახალი და უნდა მოხდეს მისი მიწოდება, აწყობა, მონტაჟი და განლაგება შემსყიდველის მოთხოვნის შესაბამისად. საქონელზე უნდა გავრცელდეს 6 თვიანი გარანტია.

სატენდერო წინადადებების მიღება 30 მაისს დასრულდა. შედეგი ამ დროისთვის ცნობილი არ არის.
Print