ახალი ამბები
15500 ლარი "ვანელობისთვის"
FaceBook

"ვანელობას" ფოიერვერკი დაასრულებს.



ვანის მუნიციპალიტეტში დღეს სახალხო დღესაწაულს "ვანელობას" აღნიშნავენ, რისთვისაც ადგილობრივი ბიუჯეტიდან 15 495 ლარი იხარჯება.

"ვანელობა 2016"-ის ღონისძიებების ორგანიზებას ტენდერში გამარჯვებული კომპანია შპს "არტ ფაბრიკა" უზრუნველყოფს.

კონცერტის ჩატარება, წამყვანი, სცენა, გახმოვანების აპარატურა, განათება, ფოიერვერკი, მოსაწვევები, ,,საპატიო ვანელის“ დასაჯილდოებელი სახელობითი მედლები - ეს ის მოთხოვნებია, რომელთა შესრულება "არც ფაბრიკას" სატენდერო პირობების თანახმად ევალდება.

ღონისძიების ფარგლებში დაგეგმილია გარე სცენაზე ხალხურ, ვოკალურ–ინსტრუმენტული ჯგუფის კონცერტი, ასევე, დაუკრავს 2 ტექნო– მუსიკის შემსრულებელი (DJ). მოხდება 7 საპატიო ვანელის დაჯილდოება. "ვანელობას" 5-7 წუთიანი ფოიერვერკი დაასრულებს.

ვანელობის ტრადიცია 2010 წელს დაიწყო.

ამავე თემაზე:

იმერეთში ვანელობას აღნიშნავენ

Print