ახალი ამბები
ქუთაისში კალათბურთის მწვრთნელთა ლიცენზირების პროგრამა მიმდინარეობს
FaceBook
კალათბურთის ქართველ მწვრთნელებს სერბი და ხორვატი სპეციალისტები სემინარებს უტარებენ.

გადამზადებისა და ლიცენზირების მეორე ეტაპი, რომელშიც დასავლეთ საქართველოდან 32 მწვრთნელი მონაწილეობს, ქუთაისის სპორტის სასახლეში მიმდინარეობს.

პროგრამის პირველი ეტაპი გასულ წელს ბათუმში დაიწყო. მასში მონაწილეობა 200-ამდე მწვრთნელმა მიიღო, რომლებსაც კურსის დასრულებიდან ერთ თვეში გამოცდა ჩაუტარდათ.

აქედან, 161-მა მინი-კალათბურთსა და 14-წლამდელებში მუშაობის ლიცენზია დაიმსახურა.

მწვრთნელებს 14-18 წლების ასაკის მოზარდებთან მუშაობის საშუალება და კალათბურთის ფედერაციის მიერ ორგანიზებულ ტურნირებში გუნდის გამოყვანის საშუალებას ეძლევათ.

ლიცენზირების პროგრამის ბოლო ეტაპი იმ მწვრთნელთათვის იქნება განკუთვნილი, რომლებიც 18 წლისა და უფროს ასაკებში, მათ შორის სუპერლიგის გუნდებში მუშაობენ.

მწვრთნელთა გადამზადებისა და ლიცენზირების პროგრამა საქართველოს კალათბურთის ეროვნული ფედერაციისა და მწვრთნელთა კავშირის ორგანიზებით ხორციელდება.

ქუთაისში ის ადგილობრივი თვითმმართველობის მხარდაჭერით ჩატარდა.

რეზი ბურჯანაძე

Print