ახალი ამბები
იმერეთში "ვანელობას" აღნიშნავენ
FaceBook
ვანის მუნიციპალიტეტში ვანელობის დღესასწაული მრავალფეროვანი ღონისძიებებით აღინიშნება.


სადღესასწაული პროგრამის მიხედვით, დღის პირველ ნახევარში მძლეოსნური გარბენა მოეწყობა, ასევე გაიხსნება ახალი საავადმყოფო და საბავშვო ბაღი.

მოგვიანებით ვანის ცენტრალურ სკვერში კოოპერატივების ნაწარმისა და ხალხური რეწვის ნიმუშების გამოფენა მოხდება.

ვანელობის დღესასწაული 17 : 00 საათზე საპატიო ვანელების დაჯილდოებითა და საზეიმო კონცერტით დაიხურება.

ვანის მუნიციპალიტეტში ვანელობის დღესასწაულს 2010 წლიდან,  2 ივნისს აღნიშნავენ. 


ამავე თემაზე:

15500 ლარი "ვანელობისთვის"

 

 

Print