ახალი ამბები
ქუთაისიპოსტზე მასალის გამოქვეყნების შემდეგ საკანალიზაციო მილი შეაკეთეს
FaceBook
ქუთაისის მერიამ, თამარ მეფის ქუჩა #38-ში, გზის საფარის რეკონსტრუქციის დროს დაზიანებული მილი "ქუთაისიპოსტზე" გასული მასალის შემდეგ შეაკეთა.

მწყობრიდან გამოსული ცენტრალური კანალიზაციის მილი, ამავე მისამართზე მდებარე დერმატოლოგიური კლინიკა "შალინის" საქმიანობას აფერხებდა, რადგან ოფისი იტბორებოდა. 

"ვიდრე საინფორმაციო სააგენტოში გავამხმოვანებდი ჩემს პრობლემას, მთელი ოთხი თვე სად არ გადამამისამართეს. მასალის დაწერის შემდეგ  მერიამ მილი შეაკეთა", - ამბობს "შალინის" ხელმძღვანელი ვენერა ბედინაშვილი.

თამარ მეფის ქუჩაზე სარეკონსტრუქციო სამუშაოები შპს "დაგი +" -მა განახორციელა, რისთვისაც ბიუჯეტიდან  1 950 00 ლარი დაიხარჯა. თუმცა  #38-ში გზის სარეაბილიტაციო სამუშაოების მიმდინარეობისას საკანალიზაციო მილი დაზიარდა, რის გამოც ქუჩა მუდმივად იტბორებოდა.
თამარ მეფის ქუჩაზე გზის საფარის რეკონსტრუქციისთვის ბიუჯეტიდან 1 950 000 ლარი დაიხარჯა. სამუშაოები შპს "დაგი +" -მა განახორციელა.

ქუთაისში ახლადრეაბილიტირებული თამარ მეფის ქუჩა, სარეკონსტრუქციო სამუშაოების დასრულების შემდეგ მალავე დაიტბორა.
Print