ახალი ამბები
იმერეთის გუბერნატორმა ქუთაისში სამედიცინო დაწესებულება დააჯილდოვა
FaceBook
რეგიონის პირველი პირის ჯილდო "ნაზარიშვილის სახელობის საოჯახო მედიცინის ცენტრს" გადაეცა.


იმერეთის გუბერნატორმა ქუთაისში სამედიცინო დაწესებულება დააჯილდოვა.

რეგიონის პირველი პირის ჯილდო "ნაზარიშვილის სახელობის საოჯახო მედიცინის ცენტრს" გადაეცა.

გივი ჭიჭინაძემ კლინიკა წლის განმავლობაში გაწეული საქველმოქმედო საქმიანობისთვის დააჯილდოვა.

იმერეთის სამახარეო ადმინისტრაციაში გამართულ შეხვედრაზე "ნაზარიშვილის საოჯახო ცენტრის" ხელმძღვანელმა, მერაბ კვიცარიძემ კლინიკის საქმიანობის ანგარიშიც წარადგინა.

მისი თქმით, ცენტრი იმერეთის რეგიონის მუნიციპალიტეტებში უფასო სამედიცინო მომსახურებას პედიოდულად ახორციელებს, რაც მომავალშიც გაგრძელდება.

კვიცარიძის ინფორმაციით, ნაზარიშვილის კლინიკამ განხორცილეს უფასო ამბულატორიული მომსახურება პერევსა და ათენშიც განახორციელა.

"ეს არის ძალიან სასიკეთო საქმე, რომელსაც თქვენ ამ ქალაქისთვის აკეთებთ", -აღნიშნა შეხვედრაზე ქუთაისის მერმა, შოთა მურღულიამ.

იმერეთის გუბერნატორის მიერ დაჯილდოებული სამედიცინო დაწესებულება მიმდინარე კვირის ბოლოს, წყალტუბოს მუნიციპალიტეტში, უფასო სამედიცინო მომსახურების გაწევას გეგმავს.

"ნაზარიშვილის სახელობის საოჯახო მედიცინის ცენტრი" ქუთაისში 1990 წელს გაიხსნა.

Print