ახალი ამბები
შინაგან საქმეთა სამინისტრო პოლიციელის პროფესიულ დღეს აღნიშნავს
FaceBook
სამინისტროს ინფორმაციით, პოლიციელის დღე მხოლოდ დედაქალაქში აღინიშნება.


შინაგან საქმეთა სამინისტრო პოლიციელის პროფესიულ დღეს აღნიშნავს.

შსს სამინისტროს ინფორმაციით, პოლიციელის დღე მხოლოდ დედაქალაქში აღინიშნება.

უწყებაში განმარტავენ, რომ რეგიონებში მომუშავე პოლიციელებს შეუძლიათ პროფესიული დღე დედაქალაქში ჩასვლით აღნიშნონ.

თბილისში გამართულ საზეიმო ღონისძიებას პრემიერ-მინისტრი გიორგი კვირიკაშვილი, საქართველოს მთავრობისა და პარლამენტის წევრები, საქართველოში აკრედიტებული დიპლომატიური კორპუსის წარმომადგენლები დაესწრებიან.

პოლიციელის პროფესიულ დღის აღნიშვნაში მონაწილეობას ლიტვის, მოლდოვისა და ბელორუსის შინაგან საქმეთა მინისტრებიც მიიღებენ.

2015 წელს პოლიციის დღე შსს–მ ქუთაისში აღნიშნა. ღონიძიებები ცენტრალურ მოედანზე გაიმართა, სადაც პოლიციელებს პროფესიული დღე ყოფილმა პრემიერ-მინისტრმა, ირაკლი ღარიბაშვილმა და პრეზიდენტმა, გიორგი მარგველაშვილმა მიულოცეს.

პრეზიდენტმა სახელმწიფო ჯილდო "ღირსების მედალი" შსს-ს აკადემიის პრორექტორს, სოფიო კილაძეს და საპატრულო პოლიციის დეპარტამენტის თბილისის მთავარი სამმართველოს, მეტროპოლიტენის პატრულ-ინსპექტორს, პოლიციის უფროს ლეიტენატ, თეონა ჭიჭინაძეს გადასცა.

პოლიციის დღისადმი მიძღვნილ ღონისძიებაზე პოლიცის სამი ოფიცერი ცუდად გახდა.



Print