ახალი ამბები
ქუთაისელი მოსწავლეების სამხატვრო გამოფენა (ვიდეო)
FaceBook
ქუთაისის ახალგაზრდული ცენტრის სამხატვრო სკოლის მოსწავლებმა საგამოფენო დარბაზ "ვარლაში" მხატვრული ნამუშევრები წარმოადგინეს.

გამოფენა ბავშვთა დაცვის საერთაშორისო დღეს მიეძღვნა.

სამხატვრო სკოლის მოსწავლემ, მარიამ შურღაიამ გამოფენაზე აკვარელსა და გრაფიკაში შესრულებული 3 ნახატი წარადგინა.

"მსგავსი გამოფენები ძალიან კარგია, რათა საზოგადოებას ჩვენი შესაძლებლობები დავანახოთ. თითოეულ ნახატს, დაახლოებით 2 დღეს ვანდომებ," - ამბობს მარიამ შურღაია.

ახალგაზრდული ცენტრის ხელმძღვანელის, ნატალი პატარიძის ინფორმაციით, გამოფენის მონაწილეებს კულტურის სამინისტრო დააჯილდოებს.

"10 ივნისს შემაჯამებელი გამოფენა გაიმართება, სადაც მონაწილეებს კულტურის სამინისტრო დააჯილდოებს," - აცხადებს ნატალი პატარიძე.

ბავშვებისა და მათი მასწავლებლების მუშაობა მშობლებმაც შეაფასეს.

"მხოლოდ ნიჭი არ არის. ეს არის, აგრეთვე, პედაგოგების დამსახურება. მომწონს ეს გამოფენა, მაგრამ ხარვეზებზეც ვუთითებ ჩემს შვილს," - ამბობს მშობელი, ხათუნა ჭიჭინაძე.

გამოფენაზე გრაფიკაში, აკვარელსა და გუაშში შესრულებული 30 მოსწავლის ნახატი წარმოადგინეს.


Print