ახალი ამბები
ბავშვები პავლე ლუცენკოს ფოტოებზე (ვიდეო)
FaceBook
ქუთაისის ცენტრალურ ბაღში ფოტოგრაფ, პავლე ლუცენკოს ფოტოების გამოფენა გაიხსნა.
ღონისძიების ორგანიზატორი ქუთაისის მერიის კულტურულ, საპორტულ-საგანმანათლებლო დაწესებულებათა გაერთიანებაა.

უკრაინელი ფოტოგრაფი, პავლე ლუცენკოს ნამუშევრები, სადაც ძირითადად, ქართველი ბავშვებია წარმოდგენილი, შავ–თეთრი გამოსახულებისაა.

პავლე ლუცენკოს ფოტოები ქუთაისის ფოტო–კინო მატიანეს მუზეუმში ინახება.

"დღეს გამოვეხმაურეთ ბავშვთა დაცვის საერთაშორისო დღეს და წარმოვადგინეთ ცნობილი ფოტოგრაფის სხვადასხვა დროს გადაღებული ბავშვების ფოტოები" – განაცხადა დაწესებულები კურატორმა, მაია ჭაჭიაშვილმა.



გამოფენა "ბავშვები" ბავშვთა დაცვის საერთაშორისო დღესთან დაკავშირებით მოეწყო და ის დღის ბოლომდე გაგრძელდება.

1 ივნისს ბავშვთა დაცვის საერთაშორისო დღე 1950 წლიდან ყოველწლიურად მსოფლიოს მრავალ ქვეყანაში აღინიშნება.

ამ დღესთან დაკავშირებით ქუთაისში სხვადასხვა ღონისძიებები მოეწყობა.

Print