ახალი ამბები
ბავშვთა ნამუშევრების გამოფენა ქუთაისში (ვიდეო)
FaceBook
გიორგი მაისურაძის სახელობის სამხატვრო სკოლის მოსწავლეებმა საკუთარი ნამუშევრები ქუთაისის ცენტრალურ ბაღში წარმოადგინეს.
"დღეს ჩემი ორი ნახატია გამოფენილი. ერთ–ერთში გადმოვეცი დედის და შვილის სიყვარული. მიხარია,რომ ჩემი ნახატები პირველად გამოიფინა," – განაცხადა სამხატვრო სკოლის მოსწავლემ, ციცი ბუმბეიშვილმა.

გამოფენაზე წარმოდგენილია 11–დან 13 წლამდე ასაკის ბავშთა, სხვადასხვა დროს შესრულებული პეიზაჟები და პორტრეტები.

"ნამუშევრების ნაწილი, რომლებიც ბავშვებმა შეასრულეს დღეს პირველად წარვუდგინეთ დამთვალიერებლებს," – განაცხადა გიორგი მაისურაძის სამხატვრო სკოლის დირექტორმა, გიორგი ბერიშვილმა.

გამოფენა ცენტრალურ ბაღში დღის ბოლომდე გაგრძელდება.



1 ივნისს ბავშვთა საერთაშორისო დღე 1950 წლიდან ყოველწლიურად მსოფლიოს მრავალ ქვეყანაში აღინიშნება.

ამ დღესთან დაკავშირებით ქუთაისში სხვადასხვა ღონისძიებები გაიმართება.


Print