ახალი ამბები
ქუთაისის 29–ე საჯარო სკოლაში ხანძარი ლოკალიზებულია(ფოტო)
FaceBook
ქუთაისის 29–ე საჯარო სკოლაში ხანძარი ამ დროისთვის ლოკალიზებულია.

თვითმხილველთა განცხადებით, სკოლის შენობაში ხანძრის შედეგად გაჩენილი კვამლი თავდაპირველად ბავშვებმა შეამჩნიეს.

სახანძრო–სამაშველო სამსახურის მოსვლამდე, სკოლის თანამშრომლებმა ცეცხლის ჩაქრობა უსაფრთხოების ცეცხლმაქრებით სცადეს, თუმცა ვერ მოახერხეს.

საბოლოოდ, ხანძრის ლოკალიზება სახანძრო სამსახურის თანამშრომლებმა შეძლეს.

შემთხვევა 29–ე საჯარო სკოლაში საღამოს საათებში მოხდა. ხანძრის გამომწვევი მიზეზები ამ ეტაპზე უცნობია.




რეზი ბურჯანაძე


Print