ახალი ამბები
საქართველოში თამბაქოს მოხმარებით ყოველწლიურად 11 000 ადამიანი იღუპება
FaceBook

"ნუ მაბოლებ!" - ამ სახელწოდებით აქცია ქუთაისში, პარლამენტის წინ გაიმართა.


მასში მონაწილეობა "თამბაქოს კონტროლის ალიანსის" წევრებმა მიიღეს.

მონაწილეებმა თამბაქოს კანონთან დაკავშირებით მთავრობის დამოკიდებულება გააპროტესტეს.

"ამ პრობლემის მოსაგვარებლად ძალიან ბევრი რამ არის გასაკეთებელი. პირველ რიგში, ხელისუფლებამ უნდა გაამკაცროს კანონი თამბაქოს მოხმარების შესახებ. წლების წინ უნდა აეკრძალათ მოწევა და პუპულარიზაცია ყველა ტიპის შენობა–ნაგებობაში. დღემდე ეს არ შესრულებულა. ჩვენ დავამზადეთ სპეციალური ტაბლო, რომელიც აჩვენებს, რომ ამ მიზეზით ყოველ 50 წუთში ერთი ადამიანი იღუპება. ეს შემაშფოთებელი მაჩვენებელია," – განაცხადა "თამბაქოს კონტროლის ალიანსის" წარმომადგენელმა, გიორგი მაღრაძემ.

ალიანსის ინფორმაციით საქართველოში თამბაქოს მოხმარებით ყოველწლიურად 11 000 ადამიანი იღუპება.

 

Print