ახალი ამბები
ბავშვთა დაცვის საერთშორისო დღის ღონისძიებები ქუთაისში
FaceBook
1 ივნისს ბავშვთა დაცვის საერთშორისო დღესთან დაკავშირებით ქუთაისში სხვადასხვა სახის ღონისძიებები ჩატარდება.

დღის განმავლობაში გაბაშვილის პარკში ბავშვებისთვის ატრაქციონებით სარგებლობა უფასო იქნება.

გთავაზობთ 1 ივნისის ღონისძიებათა განრიგს:

11:00 სთ- დღის განმავლობაში - საბავშვო ატრაქციონები - ოპერის თეატრის გვერდით და საათთან

11:00 სამხატვრო სკოლის მოსწავლეთა ნამუშევრების გამოფენა - ცენტრალური ბაღი - კულტურულ დაწესებულებათა გაერთიანება

12:00 დან დღის განმავლობაში სპორტული აქტივობები ბავშვებისთვის - ცენტრალურ ბაღი

12:00 ჭადრაკი

13:00 მხატვრული ტანვარჯიში

13:00 -14:00 მძლეოსნობა და ველოგარბენი მირზაანიდან თიბისი-ბანკამდე

12:00 მხიარული სტარტები საბავშვო ბაღის აღსაზრდელებისათვის -სპორტის სასახლე

3:00 14:30 16:00 - თოჯინების თეატრის სპექტაკლი "რწყილი და ჭიანჭველა" - თოჯინების თეატრი

14:00 სთ კულტურულ დაწესებულებათა გაერთიანების ფილიალების აღსაზრდელების კონცერტი - ქალაქის რეაბილიტირებული უბანი

16:00 "მოსწავლეთა შემოქმედებითი ოლიმპიადა-2016" დასკვნითი ტური -- დასწრება თავისუფალია - ლ.მესხიშვილის სახელობის პროფესიული სახელმწიფო დრამატული თეატრი

19:00 "ქუთაისის ეტალონელი მოქალაქე" - ინტელექტუალური თამაში - ქალაქის რეაბილიტირებული უბანი (უამინდობის შემთხვევაში 1-ლი საჯარო სკოლა)
Print