ახალი ამბები
"ნუ მაბოლებ!" – ქუთაისში თამბაქოს საწინააღმდეგო აქცია გაიმართება
FaceBook
ქუთაისში თამბაქოს საწინააღმდეგო საერთაშორისო დღეს აქციით აღნიშნავენ.

ორგანიზაცია "თამბაქოს კონტროლის ალიანსი" სლოგანით "ნუ მაბოლებ!" გამოსვლას გამართავს.

აქცია პარლამენტის შენობის წინ 14:00 საათზე დაიწყება. მასში მონაწილეობას ალიანსის მხარდამჭერები და ქუთაისელი სტუდენტები მიიღებენ.

მსგავსი საპროტესტო გამოსვლა თბილისშიც მოეწყობა. ორგანიზატორები ე.წ. "სიკვდილის ტაბლოს" პრეზენტაციას გამართავენ.


Print