ახალი ამბები
დევნილი ოჯახების სია, რომლებსაც თბილისში ახალი ბინები გადაეცემათ
FaceBook
ახალი საცხოვრებლით სულ 159 დევნილი ოჯახი დაკმაყოფილდება.


დევნილ ოჯახებს ბინები თბილისში "ოლიმპიური სოფლის" ახალაშენებულ და მენაშენეებისგან გამოსყიდულ თანამედროვე სტანდარტებით აშენებულ კორპუსებში გადაეცემათ.

ახალი საცხოვრებლით სულ 159 დევნილი ოჯახი დაკმაყოფილდება.

საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან იძულებით გადაადგილებულ პირთა, განსახლებისა და ლტოლვილთა სამინისტრო იმ პირთა სიას აქვეყნებს, რომელთაც ბინები გადაეცემათ.

დევნილი ოჯახების სია სამინისტროს ოფიციალურ ვებ-გვერდზე www.mra.gov.ge ქვეყნდება.

ბინების განაწილების კენჭისყრა მიმდინარე წლის 31 მაისს გაიმართება.

დევნილი ოჯახების სია, რომლებსაც ახალი ბინები გადაეცემათ


Print