ახალი ამბები
ქუთაისის მერია კიბის უჯრედისთვის მიწის ნაკვეთის გასხვისების საკითხს შეისწავლის
FaceBook
ქუთაისის ადგილობრივი თვითმმართველობის წარმომადგენლები ლონდა ზიბიზბაძისთვის კიბის უჯრედისთვის მიწის ნაკვეთის გადაცემის საკითხს შეისწავლიან.
ამის შესახებ, ქუთაისის საკრებულოს ეკონომიკის, ქონების მართვისა და საქალაქო მეურნეობის კომისიის თავმჯდომარემ, გურამ ტოროშელიძემ განმარტა.

მისი თქმით, 16 კვ.მ მიწის ფართობის გასხვისების საკითხს მერიისა და საკრებულოს წარმომადგენლები საკანონმდებლო ორგანოს უახლოეს სხდომაზე განიხილავენ.

"მივიჩნიეთ, რომ იგი საჭიროებს დამატებით შესწავლას. მოცემული ეტაპისათვის მივიღეთ გადაწყვეტილება, საკითხის საკრებულოს სხდომის დღის წესრიგიდან ამოღების შესახებ. გადაწყვეტილება მიიღება მას შემდეგ, რაც საკრებულოს უმრავლესობას ექნება საბოლოო და მყარი პოზიცია განმცხადებლის მოთხოვნის დაკმაყოფილების ან უარის თქმის შესახებ", - აცხადებს საკრებულოს დეპუტატი.

ტოროშელიძის განმარტებით, ქალაქის ცენტრში კიბის უჯრედის მოსაწყობად ფართის გადაცემის გადაწყვეტილებას საკრებულო საკომისიო, ფრაქციული და ინდივიდუალური მუშაობის შედეგად გამოიტანს.

ლონდა ზიბზიბაძისთვის ქუთაისში ე.წ "ბავშვთა სამყაროს" ტერიტორიაზე მიწის ნაკვეთის იჯარით გადაცემა სადაო გახდა. საკითხი მიმდინარე წლის 24 მაისს ქალაქის საკრებულოს სხდომაზე (რიგით 22-ე) უნდა განეხილათ.

თუმცა, ოპიზიციონერი დეპუტატის მოთხოვნით, ის დღის წესრიგიდან ამოიღეს.

Print