ახალი ამბები
ორდღიანმა სტიქიამ ტყიბულის მუნიციპალიტეტი დააზარალა (ფოტო)
FaceBook
ტყიბულში გვიან ღამით მომხდარმა სტიქიამ ქალაქის ცენტრალური უბანი დააზარალა.

მდინარე ტყიბულამ, უხვი ნალექის შედეგად, გამსახურდიას ქუჩაზე 60 მეტრის სიგრძეზე ალვის ხები მოთხარა და კალაპოტის საყრდენი კედელი წაიღო.



სტიქიის შედეგად, ხეებისგან ჩახერგილი მდინარის კალაპოტის გაწმენდა მძიმე ტექნიკით დილიდან მიმდინარეობს.

მუნიციპალიტეტის გამგეობის ინფორმაციით, სტიქიის შედეგად მიყენებული სავარაუდო ზარალის ოდენობა ჯერ დათვლილი არაა.



"გუშინ წინ იყო სეტყვა, წუხელ ღამით წყალდიდობა. 12–დან 4 საათამდე ვებრძოდით სტიქიას. საშიშროება იყო ხეების შედეგად ადიდებულ მდინარიდან წლის გადმოსვლის.საბედნიეროდ, არავინ დაშავებულა. ერთი საათია რაც გამოიდარა. ამ დროისთვის ნაპირსამაგრი სამუშაოები მიმდინარეობს და ზარალსაც დავითვლით," – განმარტა "ქუთაისიპოსტთან" საუბარში ტყიბულის გამგებელმა, რობინზონ გვენეტაძემ.

29 მაისს ტყიბულში ძლიერი სეტყვის შედეგად 30–მდე სოფელი დაზარალდა. განადგურებულია ნათესები და ხე–მცენარეები.


Print