ახალი ამბები
არჩევნების შემდეგ მოვაწესრიგებთ - ბურჭულაძის პარტია 20 წლის წინ მიტოვებულ ნაკვეთზე
FaceBook
"გპირდებით, რომ არჩევნების შემდეგ არა მხოლოდ მაგ ტერიტორიას, მთელ ქუთაისს და საქართველოს მოვაწესრიგებთ".

პაატა ბურჭულაძის პარტია "სახელმწიფო ხალხისთვის" იმერეთის ორგანიზაციაში ქუთაისში, 20 წლის წინ საკუთრებაში გადაცემული და მიტოვებული ტერიტორიის შესახებ კომენტარს აკეთებენ.

ორგანიზაციაში აცხადებენ, რომ მერიის მითითება საკუთრებაში არსებული ტერიტორია მოწესრიგდეს, პოლიტიკურ მიზანს ემსახურება.

"ეს არის მიზანმიმართული ქმდება ჩვენი ყრილობის მეორე დღეს, რადგან ქუთაისის მერიას ახლა ახსენდება 20 წლის წინ შეძენილი ქონება. მოსახლეობას ამ დრომდე არ აწუხებდა იქ ანტისანიტარია? სასაცილოა, რომ ხელისუფლება წინასაარჩევნოდ სხვისი ქონების ქექვით არის დაკავებული. გპირდებით, რომ არჩევნების შემდეგ არა მხოლოდ მაგ ტერიტორიას, მთელ ქუთაისსა და საქართველოს მოვაწესრიგებთ და გავალამაზებთ", - განმარტა პარტიის ახალგაზრდული ფრთის წარმომადგენელმა, კობა ჩიხლაძემ.

ქუთაისის ყოფილმა მერმა, თემურ შაშიაშვილმა 1996 წელს, პაატა ბურჭულაძეს ქუთაისში კიბულის ქუჩაზე მიწის ნააკვეთი აჩუქა.

980 კვ მ მიწის ფართობის ამ დროისთვის მიტოვებულია.

ადგილობრივ თვითმმართველობაში ბურჭულაძეს 20 წლის წინ შეძენილი ტერიტორიის მოწესრიგებისკენ მოუწოდებენ.

Print