ახალი ამბები
ქუთაისის თოჯინების თეატრის რეაბილიტაციისთვის ტენდერი გამოცხადდება (ფოტო)
FaceBook
პროექტის სავარაუდო ღირებულება 500 ათას ლარს შეადგენს.

ქუთაისის თოჯინების თეატრის შენობის სარეაბილიტაციო სამუშაოების შესრულებაზე ტენდერი გამოცხადდება.

დაწესებულების წარმომადგენლების თქმით, პროექტი დასრულებულია და მერიის შესყიდვების სამსახურის მიერ ტენდერის გამოცხადებას ელოდებიან, თუმცა გამოცხადების ვადებს ვერ ასახელებენ

კაპიტალური ცვლილება შეეხება თეატრის ინტერიერს. ასევე, მოხდება ტექნიკური გადაიარაღება, გაკეთდება მექანიზებული სცენა და მოეწყობა შიდა ეზო.

"თოჯინების თეატრის შენობის რეაბილიტაცია დაწყებიდან 6 თვეში უნდა დასრულდეს", - აღნიშნა ქუთაისის იაკობ გოგებაშილის სახელობის თოჯინების თეატრის სამხატვრო ხელმძღვანელმა, ლევან გაბრიჭიძემ.

თოჯინების თეატრის შენობის რეაბილიტაციის პროექტის სავარაუდო ღირებულება 500 ათას ლარს შეადგენს.




Print