ახალი ამბები
ქუთაისის ყოფილმა მერმა პაატა ბურჭულაძეს მიწის ნაკვეთი აჩუქა
FaceBook
ქუთაისის ყოფილმა მერმა, თემურ შაშიაშვილმა პაატა ბურჭულაძეს ქუთაისში კიბულის ქუჩაზე მიწის ნააკვეთი აჩუქა.

980 კვ.მ მიწის ნაკევეთი 1996 წლის ივნისში გასხვისდა.

ამის შესახებ ქუთაისის მერიის ადმინისტრაციული სამსახურის უფროსმა, ზვიად ჯავახიამ განაცხადა.

ქალაქის მერიამ კიბულის ქუჩაზე მიწის ნაკვეთის გასვისების შესახებ ინფორმაცია მას შემდეგ გაავრცელა, რაც ადგილობრივმა მცხოვრებლებმა ამ ტერიტორიაზე არსებული ანტისანიტარიის გამო პრეტენზია გამოთქვეს.

ჯავახიას განმარტებით, იმის გამო რომ გაჩუქებული ფართი არ არის თვითმმართველობის ბალანსზე, მერიას უფლება არ აქვს ის დაასუფთაოს და კეთილმოაწყოს.

"ჩვენ მოვუწოდებთ პაატა ბურჭულაძეს, რომელიც არის ერთ-ერთი პარტიის ლიდერი, მიხედოს თავის საკუთრებაში არსებულ ქუჩას, რადგან მოსახლეობის უკმაყოფილება სამართლიანია," - აცხადებს ზვიად ჯავახია.

როგორც მერიაში განმარტავენ, ოპერის მომღერალს ამ ტერიტორიაზე ბაგა-ბაღი და შემოქმედებითი სალონი უნდა მოეწყო.

პაატა ბურჭულაძის პარტიაში ამ საკითხზე კომენტარს მოგვიანებით გააკეთებენ.


თემურ შაშიაშვილი 1993-1996 წლებში ქუთაისის მერი, 1996 წლიდან 2003 წლამდე კი იმერეთის გუბერნატორი იყო. 2009 წლიდან ამ დრომდე ის პოლიტიკური პარტია "თეთრების" ლიდერი გახლავთ.




Print