ახალი ამბები
ქუთაისის მერს გზის პრობლემის მოგვარებისკენ მოუწოდებენ
FaceBook
გოგი წულაია  კომპანია "SMK " -ს დაჯარიმებას ითხოვს 

პარტია"თავისუფალი საქართველოს" იმერეთის ორგანიზაციის ხელმძღვანელი, გოგი წულაია ავანგარდის დასახლებაში გზის რეაბილიტაციის გაჭიანურებას აპროტესტებს.

წულაია ქალაქის მერს მოუწოდებს გამოიყენოს სანქციები და ის კომპანია დააჯარიმოს, რომელიც სამუშაოებს განსაზღვრულ ვადებში ვერ ასრულებს.

"მოვუწოდებ შოთა მურღულიას აამოქმედოს ყველა ბერკეტი და მოაგვაროს გზის პრობლემა ქალაქში, რომელიც უკვე აუტანელია მოსახლეობისთვის. 7 თვეა ამ ქუჩაზე გზა გაჭრილია და ჯერაც არ შეკეთებულა", - ამბობს წულაია.

ავანგარდის დასახლებაში, სულხან-საბას ქუჩის სხვადასხვა მონაკვეთი, წყლის სისტემის სარეაბილიტაციო სამუშაოების გამო რამდენიმე ადგილზე გაიჭრა.

ადგილზე სარეაბილიტაციო სამუშაოებს  "გაერთიანებული წყალმომარაგების კომპანიის" ქვეკონტრაქტორი   კომპანია "SMK"  ახორციელებს.

ქუთაისის მერიაში განმარტავენ, რომ საკითხი ქალაქის მერიას არ ეხება. 

კომპანია "SMK"  კი წულაიას ბრალდებებს მოგვიანებით უპასუხებს.






Print