ახალი ამბები
ჭიათურის 4 მაღალმთიან სოფელში სკოლა 31–მა მოსწავლემ დაამთავრა
FaceBook
ჭიათურის მუნიციპალიტეტში მიმდინარე სასწავლო წელი ოთხასმა მე–12 კლასელმა დაამთავრა.

აქედან, 31 მოსწავლე 4 მაღალმთიან სოფელში ქვედა უსახელო, ვაჭევი, ხრეითსა და ბერეთისას საჯარო სკოლებში სწავლობდნენ.

ეს ინფორმაცია "ქუთაისიპოსტს" ჭიათურის განათლების რესურსცენტრის ხელმძღვანელმა, ნუგზარ მიროტაძემ მიაწოდა.

მუნიციპალიტეტში 43 საჯარო სკოლა ფუნქციონირებს, სადაც სულ 5 347 მოსწავლე სწავლობს და 932 მასწავლებელი მუშაობს.

ჭიათურის რესურცენტრის ინფორმაციით, მუნიციპალიტეტში ტრანსპორტი 32 საჯარო სკოლას ემსახურება. სასკოლო ავტობუსები ყოველდღიურ რეისებს 75 მიმართულებით ასრულებენ.

Print