ახალი ამბები
სამტრედიასა და ხონს ელექტრომომარაგება შეუწყდება
FaceBook
მიმდინარე წლის 30 მაისს სამტრედისა და ხონს ელექტრომომარაგება დროებით შეუწყდება.

მუნიციპალიტეტებში დენის მიწოდების შეზღუდვაზე ინფორმაციას "ენერგო პრო ჯორჯია" ავრცელებს.

კომპანიაში განმარტავენ, რომ ელექტრომომარაგება ჩქაროსნული ავტობანის სამტრედიის მონაკვეთის მშენებლობისას უსაფრთხოების ზომების დაცვის მიზნით შეწყდება, რაც მშენებელი ორგანიზაციის მოთხოვნით სრულდება.

გამოირთვება მაღალი ძაბვის გადამცემი ხაზები "სანავარდო-1" და "სანავარდო-2", რის გამოც 30 მაისს გამთენიისას 02:00-დან 06:00 საათამდე ელექტროენერგიის მიწოდება შეწყდება.

დენის მიწოდება სამტრედიის რაიონში 27 000 აბონენტს, ხონის რაიონში კი 10 000 აბონენტს შეეზღუდება.

"ენერგო პრო ჯორჯიას" ინფორმაციით, სამუშაოების დასრულების შემდეგ, ელექტროენერგიის მიწოდება ყველა გათიშულ აბონენტს აღუდგება.

Print