ახალი ამბები
26 ივნისამდე პირადობის მოწმობა უფასოდ გაიცემა
FaceBook
დოკუმენტის გაცემისას მოქალაქეები ფოტოსურათის საფასურისგანაც გათავისუფლდებიან.

მიმდინარე წლის 26 მაისიდან 26 ივნისამდე პირადობის მოწმობის აღება უფასო იქნება.

აქცია საქართველოს დამოუკიდებლობის აღდგენის 25-ე წლისთავს ეძღვნება.

იუსტიციის სამინისტროს განცხადებით, მისი მიზანია პოტენციური ამომრჩევლების მონაცემთა დაზუსტებას ხელი შეუწყოს.

ახალი პირადობის მოწმობის უფასოდ მიღება პირებს 17 წლის ასაკიდან შეუძლიათ.

მოქალაქეებმა ამისთვის იუსტიციის სახლებს, სახელმწიფო სერვისების განვითარების სააგენტოს ტერიტორიულ სამსახურებს ან საზოგადოებრივ ცენტრებს უნდა მიმართონ.

პირადობის დამადასტურებელი დოკუმენტის გაცემისას მოქალაქეები ფოტოსურათის საფასურისგანაც გათავისუფლდებიან.

2012 წლიდან დღემდე სახელმწიფო სერვისების განვითარების სააგენტოს მიერ 1 753 081 პირადობის მოწმობა გაიცა.

ამ დროისთვის ელექტრონულ პირადობის მოწმობას საქართველოს 2 084 544 მოქალაქე ფლობს.

Print