ახალი ამბები
სარგებლობენ თუ არა ქვეითები ხელით მართვადი შუქნიშნით ქუთაისში (ვიდეო)
FaceBook
ქუთაისში ორი კვირაა ფეხით მოსიარულეთათვის ხელით მართვადი შუქნიშნები დამონტაჟდა.

გზის გადაკვეთის დროს, ქვეითს ზებრა გადასასვლელზე მოძრაობის გაჩერება განათების ბოძებზე მიმაგრებული სპეციალური ღილაკით შეუძლია, რომელიც შუქნიშანზე მწვანე ფერს ანთებს.

ხელით მართვადი შუქნიშნები შოთა რუსთაველისა და ირაკლი აბაშიძის ქუჩებზეა დამონტაჟებული.

მოქალაქეთა ნაწილი შუქნიშნებს უკვე იყენებს, ნაწილი კი სიახლის შესახებ ინფორმირებული არ არის.

არის შემთხვევები, როცა მძღოლები,  შუქნიშნის ანთების მიუხედავად  ქვეითს გზას არ უთმობენ.


Print