ახალი ამბები
სამი პრემიერა მესხიშვილის თეატრში
FaceBook
სცენაზე სამი დიდი ავტორის პიესები გათამაშდება.

ქუთაისის მესხიშვილის თეატრში მიმდინარე სეზონის ბოლომდე რამდენიმე პრემიერა იგეგმება. სცენაზე სამი დიდი ავტორის პიესები გათამაშდება.

ივნისის შუა რიცხვებში ბერნარდ შოუს "პიგმალიონის" პრემიერა გაიმართება - სპექტაკლი მიუზიკლის ჟანრში იქნება. ბერნარდ შოუს ტექსტს ამერიკელი კოპოზიტორის, ფრედერიკ ლოვიეს მუსიკა შეცვლის. "პიგმალიონს" მესხიშვილის თეატრის სამხატვრო ხელმძღვანელი და რეჟისორი, გიორგი სიხარულიძე დადგამს.

ბერნარდ შოუს გარდა, მესხიშვილის თეატრის სცენაზე ქუთაისელი პუბლიკა ჰერნიკ იბსენის გმირებსაც იხილავს. ნორვეგიელი დრამატურგის პიესას "მოჩვენებები", რეჟისორი ლევან ბიბილეიშვილი დადგამს.

სეზონის ბოლოს ქუთაისის დრამატულ თეატრში მესამე პრემიერას გვთავაზობენ. წარმოდგენილი იქნება ნიკოლაი გოგოლის "რევიზორი" თეატრის სამხატვრო ხელმძღვანელის რეჟისორობით.

თეატრში აღნიშნავენ, რომ სიხარულიძის სპექტაკლი ყველა სხვა "რევიზორისგან" განსხვავებული იქნება.

"თამამი და ძალიან ახლებური გადაწყვეტილებაა. პიესის ასეთი კუთხით დანახვა, ვერც კი წარმომედგინა. გოგოლის ამ პიესის დადგმები რაც კი მინახავს, ყველა არის ტრადიციული მიდგომით გაკეთებული. აქ კი აბსოლუტურად სხვა დამოკიდებულებაა, რომელიც მოერგო ჩვენს რეალობას," - აღნიშნავს მესხიშვილის თეატრის დირექტორი, სულხან გოგოლაშვილი.

კონკრეტულად რა განსხვავებას გულისხმობს გოგოლის პიესის ეს დადგმა, თეატრში არ აზუსტებენ და ინტრიგად ტოვებენ.

Print