ახალი ამბები
ერთიან ეროვნულ გამოცდებს 2 900-მდე მოსწავლე გამოეთიშა
FaceBook
ქვეყნის მასშტაბით, საჯარო სკოლის 2900 მოსწავლემ საატესტაციო გამოცდები ვერ ჩააბარა.

ამ მონაცემებს შეფასებისა და გამოცდების ერთიანი ეროვნული ცენტრი აქვეყნებს.

ჩაჭრილი მოსწავლეები მიმდინარე წლის ერთიან ეროვნულ გამოცდებს გამოეთიშნენ. მათ, უმაღლეს სასწავლებლებში სწავლისთვის, მისაღები გამოცდების ჩაბარების უფლება მომდევნო წელს აქვთ.

2016 წლის გამოსაშვებ გამოცდებზე რეგისტრაცია 47 000-მდე საჯარო სკოლის მოსწავლემ გაიარა. აქედან, 43 ათასმა უცხოური ენის ტესტირება გაიარა, საიდანაც დადებითი შედეგი 85%–მა აჩვენა.

ისტორიის გამოცდაზე 42 ათასი მოსწავლიდან მინიმალური კომპეტენციის ზღვარი 95% -მა დაძლია.

მათემატიკის ტესტირებაზე 42 700 -ზე მეტი მოსწავლე გახლდათ დარეგისტრირებული და აქედან ბარიერი 86%-მა გადალახა.

ქართულ ენასა და ლიტერატურაში დადებითი შედეგი 98%-მა აჩვენა.

გამოსაშვები გამოცდები მიმდინარე წლის 21 მაისს დაიწყო და 25 მაისს დასრულდა.

შეფასებისა და გამოცდების ერთიანი ეროვნული ცენტრის ინფორმაციით, ერთიანი ეროვნული გამოცდები, სადაც 41 500 მეტი აბიტურიენტი დარეგისტრირდა, 2016 წლის 1–21 ივლისს ჩატარდება.
Print