ახალი ამბები
ქუთაისში ურბანული განვითარების გეგმაზე მუშაობა დაიწყეს
FaceBook

ქუთაისის მერიამ ქალაქის ურბანული დაგეგმარებისა და მიწათსარგებლობის გენერალურ გეგმაზე მუშაობა დაიწყო.

ამ საკითხზე "ქუთაისიპოსტთან"არქიტექტურის სამსახურის უფროსი საუბრობს.

ბაქარი ჭეიშვილი ქალაქის ურბანული განვითარების გენერალური გეგმის საჭიროებაზე მიანიშნებს.

"ამ ეტაპზე ქუთაისში მხოლოდ საცხოვრებელი ზონებია და არ არსებობს ინდუსტრიული, თუ რეკრეაციული მონაკვეთები. სწორედ ამიტომ, საჭიროა გენერალური გეგმის შემუშავება. აუცილებელია, განისაზღვროს, როგორ განვითარდეს ქალაქი,"- განმარტა ბაქარ ჭეიშვილმა.

მისივე ინფორმაციით, ქუთაისის მერია ქალაქის ურბანული გეგმის შექმნისთვის შესაბამისი ფინანსების ძიებაშია, რის შემდეგაც მერია კონკურსს გამოაცხადებს.

"ვაზუსტებთ საკონკურსო პირობებს, რომელიც მიმდინარე წელს გამოცხადდება," - განმარტავს ჭეიშვილი.

ქუთაისის სივრცული დაგეგმარების პროექტის შექმნის აუცილებლობაზე თვითმმართველობის წარმომადგენლებს უცხოელმა არქიტექტორებმაც მიუთითეს.

ჩეხეთიდან და სლოვაკეთიდან ჩამოსულმა სტუმრებმა, ქუთაისის მუნიციპალიტეტის არქიტექტურის სამსახურის თანამშრომლებს, მიწათსარგებლობის დაგეგმვის გზით ქალაქის განვითარების პერსპექტივებზე ესაუბრეს.

უცხოელი არქიტექტორების აზრით, ქუთაისს შემოქმედებითი კუთხით განვითარება აკლია.

 

 

Print