ახალი ამბები
"ქუთაისი" სუპერლიგის ჩემპიონია
FaceBook
ქუთაისის საკალათბურთო ნაკრებმა გამარჯვება ცენტრალურ მოედანზე აღნიშნა.

"ქუთაისმა" ქვეყნის ჩემპიონის სტატუსი სუპერლიგის ფინალური გადამწყვეტი მეხუთე შეხვედრის შედეგად მოიპოვა.

76:71 – ამ ანაგრიშით დასრულდა ქალაქის სპორტის სასახლეში დაპირისპირება "ქუთაისსა" და თბილისის "დინამოს" შორის.

ქუთაისელთა საკალათბურთო ნაკრები ქვეყნის ჩემპიონი პირველად გახდა.

ქუთაისის ცენტრალურ მოედანზე დამოუკიდებლობის დღისადმი მიძღვნილი გალა–კონცერტი მიმდინარეობს.

ამ დღესთან დაკავშირებით ქუთაისის ცენტრალურ უბანში ფოლკლორული ფესტივალი, სამხედრო ტექნიკის გამოფენა და ჯარისკაცების მიერ ფიცის დადების ცერემონიალი გაიმართა.

Print