ახალი ამბები
"რაინდები" ქუთაისის ისტორიულ მუზეუმში
FaceBook
ისტორიულ მუზეუმის საგამოფენო სივრცე ქართველი გენერლებისა და პოლკოვნიკების ფოტოებს დაეთმო.

"საქართველოს დამოუკიდებლობისთვის მებრძოლი რაინდები" - ამ სახელწოდების გამოფენა მეოცე საუკუნის ეროვნულ გმირებს: გიორგი მაზნიაშვილს, გიორგი კვინიტაძეს, ქაქუცა ჩოლოყაშვილსა და კონსტანტინე აფხაზს მიეძღვნა.

მათი ცხოვრების ამსახველი უნიკალური ფოტოები მუზეუმის ხელმძღვანელობამ კერძო და სახელმწიფო არქივებიდან ამოიღო.

"ამ ადამიანების დამსახურებაა, რომ ჩვენ დამოუკიდებლობას ვზეიმობთ. თითოეულმა მათგანმა უდიდესი წვლილი შეიტანა ქვეყნის თავისუფლებისთვის ბრძოლაში. ისინი ჩვენი საამაყო გმირები, ნამდვილი რაინდები არიან", - განაცხადა ქუთაისის ისტორიული მუზეუმის თანამშრომელმა, მალხაზ მურუსიძემ.

1921 წელს, საბჭოთა ოკუპაციის შემდეგ, ქართველი გენერლებისა და პოლკოვნიკების ნაწილს,
ემიგრაციაში წასვლა მოუწი. თუმცა, საქართველოს დამოუკიდბელობის აღდგენისთვის ბრძოლას ისინი უცხოეთში ცხოვრების პერიდოშიც აგრძელებდნენ.

ამავე თემაზე, ისტორიკოსმა მალხაზ მურუსიძემ, გამოფენის პარალელურად, მუზეუმში დამსწრეთთათვის ლექცია წაიკითხა.

მეოცე საუკუნის ეროვნულ გმირების ფოტოგამოფენა საქართველოს დამოუკიდებლობის აღდგენიდან 25 წლისთავს მიეძღვნა.

ამ დღესთან დავაკშირებით ქუთაისის ცენტრალურ უბანში ფოლკლორული ფესტივალი, სამხედრო ტექნიკის გამოფენა და ჯარისკაცების მიერ ფიცის დადების ცერემონიალი გაიმართა.

Print