ახალი ამბები
ყველაფერი უფასოდ – წერეთლის უნივერსიტეტში კონცერტი გაიმართება
FaceBook
ინტერნეტ ბლოგერების ჯგუფი "კაკოვიჩი" წერეთლის უნივერსიტეტში კონცერტს გაუძღვება.

"ყველაფერი უფასოდ" – ასე ქვია საღამოს, სადაც მონაწილეობას DJ SOMALI და ჯგუფ "მუზეუმი" მიიღებენ.

ღონისძიება უმაღლესი სასწავლებლის ეზოში მიმდინარე წლის 27 მაისს 19 საათზე დაიწყება.

დასწრება ნებისმიერი მსურველისთვის უფასოა.

კონცერტის დისკოთეკით დასრულდება, სადაც სტუმრებს, ასევე უფასოდ, ტკბილეულით და უალკოჰოლო სასმელებით გაუმასპინძლდებიან.

Print