ახალი ამბები
ქუთაისის მერიის წინ საქართველოს რუკა ლურჯი მაისურებით მოხაზეს
FaceBook
საქართველოს რუქა ლურჯი მაისურებით ქუთაისის მერიის წინ ახალგაზრდებმა შემოხაზეს.

ღონისძიება საქართველოს დამოუკიდებლობის დღეს მიეძღვნა. მასში მონაწილეობა სხვადასხვა ფოლკლორული ანსამბლების წევრებმა მიიღეს.

საქართველოს რუქასთან ერთად ფლეშმობით ეროვნული დროშაც დაიხატა.

"ლურჯი მაისურებით შემოიხაზა საქართველოს რუკა, ხოლო თეთრი და წითელი მაისურებით დაიხატა დროშა. ბავშვებმა, ასევე, ჩვენი ქვეყნის ყველა მხარის ფოლკლორული ცეკვები შეასრულეს", - განმარტავს საერთაშორისო ფოლკლორული ფესტივალის დამფუძნებელმა, ნარგიზა კიბაბიძე.

საქართველოს რუკა ლურჯი მაისურებით ზესტაფონის #2-ე საჯარო სკოლის მოსწავლეებმა მოხაზეს.

მერიის შენობის წინ ფლეშმობის გამართვამდე, ფოლკლორული ფესტივალის ლიტვის, თურქეთის, აზერბაიჯანის, სომეხეთისა და თბილისის ანსამლების მონაწილეები ქუთასის მერს უნდა შეხვედროდნენ.

თუმცა, ლიტველთა ჯგუფის ერთი წევრის ავადმყოფობის გამო, შეხვედრა არ შედგა.


Print