ახალი ამბები
ქუთაისის მერთან ფოლკლორის ფესტივალის მონაწილეთა შეხვედრა არ შედგა
FaceBook
ფოლკლორის საერთაშორისო ფესტივალის მონაწილეების დადგემილი შეხვედრა ქუთაისის მერიაში აღარ შედგა.

ადგილობრივ თვითმმართველობაში ლიტვის, თურქეთის, აზერბაიჯანის, სომეხეთისა და თბილისის ფოლკლორულ ჯგუფებს ელოდებოდნენ.

მიღების გადადების მიზეზი ლიტვის ფოლკლორული ანსამბლის ერთ–ერთი მონაწილის ავადმყოფობაა.

"აუცილებელი გახდა მისი საავამდყოფოში გადაყვანა, რამაც გამოიწვია ღონისძიების გადადება," – განმარტავს საერთაშიროს ფესტივალის დამფუძნებელი, ნარგიზა კიბაბიძე.

ასევე, დაგვიანებით გაიმართა თვითმმართველობის ადმინისტრაციული შენობის წინ სტუმართა მონაწილეობით დაგეგმილი ფლეშმობი.

ქუთაისის მერის, შოთა მურღულიას აცხადებს, რომ ფოლკლორის საერთაშორისო ფესტივალის მონაწილეებს მოგვიანებით მიიღებს.

Print